დასაქმების შესაძლებლობა APM Terminals Poti-ში!
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია APM Terminals Poti აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი – პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ ტექნიკური განათლება ან/და გამოცდილება ტექნიკურ საქმიანობაში (ძრავებთან მუშაობა, მექანიზაცია, ტექნიკური მომსახურება და სხვა). მნიშვნელოვანია კომპიუტერული უნარების ფლობა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
დამხმარე მუშა – პოზიცია მოიცავს ნავსადგურის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო და მხარდამჭერ საქმიანობას. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
თუ ეძებთ ახალ პროფესიულ შესაძლებლობას ან გსურთ კარიერის დაწყება საერთაშორისო კომპანიაში, გაეცანით ვაკანსიების დეტალებს და შეავსეთ განაცხადი, ან დაუკავშირდით კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურს.
იხილეთ ვაკანსიების ბმულები:
ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი / დამხმარე მუშა


