http://phazisi.edu.ge
პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება.

ქალაქ ქუთაისში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ჩვენმა სტუდენტებმაც მიიღეს.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა მინისტრმა გივი მიქანაძემ, წარმატებები უსურვა მათ და ხაზი გაუსვა ხარისხიანი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვულოცავთ ჩვენს პირველკურსელებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს!