ჩვენი სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა პატარებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს და ხელნაკეთი თოჯინებით გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი ზღაპარი.
პატარების გაბრწყინებული თვალები, გაოცება და ჟღერადი სიცილი იყო საუკეთესო საჩუქარი, რაც ჩვენმა სტუდენტებმა სანაცვლოდ მიიღეს!
დიდი მადლობა ხეთის, ხობის N1 და ხობის N2 საბავშვო ბაღებს ასეთი თბილი და მასპინძლური გარემოსთვის.
ჩვენმა პატარა მაყურებლებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ყველაზე ნამდვილი ემოცია სწორედ ბავშვების თვალებში იბადება.




