http://phazisi.edu.ge
დღეს, ხობის (ნოჯიხევის) ლოკაციაზე, PhytoTester-ის დამფუძნებლებს ვუმასპინძლეთ.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ აგროსექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს წარმოების ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ ინოვატორ გუნდებთან და ერთად შევუწყოთ ხელი სექტორის განვითარებას.

მადლობას ვუხდით სტუმრებს საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტისთვის.