http://phazisi.edu.ge
საინფორმაციო შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

დღეს კოლეჯში გაიმართა მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამხედრო სამსახურის განახლებული ვადების, პირობებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც რეფორმა ითვალისწინებს.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ და სტუდენტების კითხვებს უპასუხეს:

დავით მოსიავა – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის მასტერ სერჟანტი.

გიორგი ლიფონავა – ქალაქ ფოთის სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრის წარმომადგენელი.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობას და ეხმარება მათ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე მოვალეობების შესახებ.