http://phazisi.edu.ge
პროექტი – “დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის”.

ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი მაკა ვაშაკიძე შეირჩა პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ მონაწილე პედაგოგთა ახალ ჯგუფში!

აღსანიშნავია, რომ შერჩევა ორეტაპიანი კონკურსის საფუძველზე განხორციელდა, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ წარმატების მნიშვნელობას.

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას დებატების სწავლების გზით.

ვულოცავთ მაკას ამ წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ახალ გამოცდილებასა და პროფესიულ წინსვლას!