http://phazisi.edu.ge
ჩვენთან კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ანდრაგოგიკა – მეცნიერება ზრდასრულთა განათლების შესახებ”.

13/14 ნოემბერს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩვენთან კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ანდრაგოგიკა – მეცნიერება ზრდასრულთა განათლების შესახებ”.

ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი – ეკატერინე გიგაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ზრდასრულთა სწავლებისა და სწავლის თავისებურებები, ანდრაგოგიკის ძირითადი პრინციპები, სწავლების თანამედროვე მიდგომები და ის მეთოდები, რომლებიც ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროცესს უფრო ეფექტიანსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

მადლობას ვუხდით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ორგანიზებისთვის და ქალბატონ ეკატერინე გიგაშვილს, საინტერესო, ნაყოფიერი და ინტერაქციული ტრენინგისთვის!